სამშენებლო კომპანია ”ზიმო” დაარსდა 1997 წლის 20 მარტს. კომპანია თავიდანვე დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური კადრებითა და უახლესი ტექნიკით, რაც დიდ როლს ასრულებს კომპანიის წარმატებაში. კომპანიას ხელმძღვანელობს დირექტორთა საბჭო: ზურაბ კიკნაძე – გენერალური დირექტორი, ილია ქავთარაძე – სატრანსპორტო მშენებლობის დირექტორი, ლევან მარშანია – სამოქალაქო მშენებლობის დირექტორი და გია უროტაძე – ლოჯისტიკის დირექტორი. კომპანიის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს ხიდების, გვირაბების და საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, რომელშიც უამრავი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული.